რატომ?
რატომ უნდა მივმართოთ ყოველთვის საქმის მცოდნეს და პროფესიონალს?
იმიტომ რომ საქმე შესრულდეს უმაღლესი ხარისხით, იმიტომ რომ „ხვალ“ არ მოგიწიოთ ყველაფრის თავიდან გაკეთება, აგცდეთ იმ არამცოდნესთან კამათი რომელსაც ამ საქმეზე უბრალოდ წარმოდგენა ქონდა რაღაც მიაკოწიწა და შედეგების გათვლა არ ძალუძს რამეთუ: ყველა საქმეს აქვს ზედაპირული მხარე რომელიც ერთი შეხედვით იოლი გვეჩვენება და მეორე მეტად მნიშვნელოვანი მხარე სპეციფიკა რომელიც ამა თუ იმ საქმეს ახასიათებს. ყველას რაღაც პროფესია გვაქვს, რა თქმა უნდა თქვენც, დაფიქრდით თქვენ საქმიანობაზე აქვს თუ არა მას რაღაც ისეთი მხარე რაც არა მცოდნესთვის არ ჩანს.
ელექტროობაში გარდა იმისა რომ სადენი გაჭიმო და ერთი წერტილიდან მეორეს მიაერთო, ჯერ უნდა იცოდე როგორ მიაერთო სწორად, მეორე უნდა გათვალო სადენის კვეთი მოხმარებიდან გამომდინარე, მესამე უნდა იცოდე რისი დაშვება არ შეიძლება და რა შეცდომა შეგრჩებათ. არაფერს ვამბობ სპეციფიკური(სხვა და სხვა ტიპის სენსორები, გაჟონვის რელე, ავტომატები) მოწყობილობების მონტაჟზე.
ამიტომ არასოდეს დაგავიწყდეთ დაზოგავთ დღეს, როდესაც პროფესიონალის ნაცვლად არა პროფესიონალის მომსახურებით ისარგებლებთ და დახარჯავთ ხვალ იმ სხვაობაზე გაცილებით მეტს ვიდრე დაზოგეთ!
დაზიანების შემთხვევები
არის შემთხვევები როდესაც: უცებ სიბნელეში დავრჩით ელემენტარული მიზეზის გამო.
დაზიანდა ჩამრთველი და შუქის ანთებას ვერ ვახერხებთ, ან თავად სანათი დაზიანდა. ვართ საგონებელში ვურეკავთ მეგობრებს ახლობლებს და რჩევას ვითხოვთ, ისინიც მოდიან და თუ შეხება აქვს ელექტროობასთან ხომ კარგი პრობლემა მოგვარდება, მაგრამ თუ თქვენსავით წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, მაგრამ მაინც ცდილობს დახმარებას. შეიძლება ისეც მოხდეს ძაბვას შეეჭიდოს და დაზარალდეს კიდეც, ძაბვას ხომ თამაში არ უყვარს.
ხდება ასეთი რამეც, ოთახში რამოდენიმე შტეფსელი გვაქვს მაგრამ მხოლოდ ერთი მუშაობს.
გამოსავალს დამაგრძელებელში ვნახულობთ ვქსელავთ სახლს მათი N რაოდენობით დავათრევთ წაღმა უკუღმა სადენებს, ისინიც ბოროტად ხან რას გამოედებიან და ხანაც რას. მაგას კიდევ არაუშავს, პრობლემა იმაშია რომ ხანგრძლივი აქეთ იქეთ თრევით დამაგრძელებელს სადენი უფუჭდება და თუ დაზიანებული ადგილი სავარძელს ამოეფარა, მაშინ ვაი ჩვენ ვრთავთ მაგალითად უთოს და ვაუთოვებთ არხეინად, ამ დროს საიდანღაც დამწვრის სუნი მოდის. ვძაბავთ ცხვირს და ვეძებთ საიდან მოდის ამ ძებნაში კვამლიც გამოჩნდა მივედით და ჩვენმა დამაგრძელებელმა ჩვენ სავარძელს ლამაზად ამოუწვა გვერდი ან ზურგი. ისევ თავში ხელები და პანიკა და თუ პანიკის გამო დამაგრძელებელი არ გამოვრთეთ და წყალი მივასხით ისევ ძაბვას ვეჯახებით და ისევ გვჯობნის და მინიმუმ წაგვიღიტინებს, მაქსიმუმ გაგვაჟრიალებს და შტეფსელთან გაკარების შიშიც კი შეიძლება დაგვიტოვოს.
რა თქმა უნდა დაზიანების შემთხვევები ამ ორ აღწერილზე მეტია ყველას ვერ ავღწერ და არც არის საჭირო. მთავარი მორალია: შეგექმნა ელექტროობასთან პრობლემა? მიმართე პროფესიონალს ან მცოდნეს მაინც. ნურც თავს ჩაიგდებ საფრთხეში და ნურც მეგობარს, იმ იმედით რომ იქნებ გამოგივიდეს და გააკეთო. კინაღამ დამავიწყდა დამაგრძელებელი გამოსავალი არაა და ჯამში ძვირადაც ჯდება.